24 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

17

ღამე :

6

წალენჯიხაში უფასო IT სკოლა კერძო სექტორის მიერ დაფუძნდა

24.05.2022
წალენჯიხაში ნიკა კვარაცხელიას სახელობის IT სკოლა გაიხსნა. სკოლა მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა. სასწავლო მოდული რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიას მოიცავს და ყველა კურსი უფასო იქნება.
„ეს იქნება ჩემ მიერ დაფინანსებული უფასო IT სკოლა, სადაც რამდენიმე თვეში ამ ახალგაზრდებისგან შევქმნით სერტიფიცირებულ დეველოპერებს, რომელთა დიდი დეფიციტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – მსოფლიოში. იდეაც ეს არის. პანდემიამ მთლიანად შეცვალა ყველაფერი – არაა საჭირო ოფისში სიარული. მით უმეტეს, IT ინდუსტრია ონლაინ მუშაობს. ამდენად, რამდენიმე თვეში ჩვენ გვეყოლება ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი, რომელთაც ექნებათ შანსი, მოიძიონ მაღალანაზღაურებადი სამსახური. დარწმუნებული ვარ, მარგალიტებს აღმოვაჩენთ. წალენჯიხელ ახალგაზრდებს აიტი აკადემია მისცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყნის დატოვების გარეშე, აქ შექმნან თავიანთი მომავალი “, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ
სკოლაში სასწავლო კურსზე ჯამში 300 ადამიანი დარეგისტრირდა, მათგან კი 90 შეირჩა, რომლებიც 2.5 თვიან სასწავლო კურსს უფასოდ გაივლიან. პროექტს თიბისი IT აკადემია ახორციელებს.

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს