07 დეკემბერი , 2024
8
1
ვაკის პარკის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. სამუშაოების მესამე ეტაპი ცენტრალური კასკადის რეაბილიტაციას მოიცავს.
„ვაკის პარკის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი ჩვენ გასული წელს დავასრულეთ და მაშინვე დავააანონსეთ სამუშაოების მეორე ეტაპი, რომელიც მცირე კასკადის რეაბილიტაციას და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დაასრულა ვაკის პარკში მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია.
ვაკის პარკის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი ჩარევების გარეშე ხორციელდება, რადგან ეს კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე სივრცეა და მაქსიმალურად ვერიდებით უხეშ ჩარევებს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მისი პირვანდელი მდგომარეობა აღვადგინოთ.
არსებული შადრევნების კასკადი წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო და არ მუშაობდა. ჩვენ გადავწყვიტეთ კასკადის კონსტრუქციის სრულად განახლება იმავე მასალით რაც არსებობდა, ამასთან მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა, დამონტაჟდა ავტომატიზირებული ტექნოლოგია, განხორციელდა ახალი განათების სისტემის მონტაჟი“, - განაცხადა კალაძემ.
ვაკის პარკის აღდგენის პროექტი 33 მილიონ ლარამდე დაჯდა. პარკის აღდგენა-რეაბილიტაცია გამწვანებითი სამუშაოების ჩათვლით ზაფხულში დასრულდება.
წყარო: bm.ge:>>