13 ოქტომბერი , 2024
21
13
საცალო ვაჭრობის სპეციალიზებულ მაღაზიებში გაყიდვები შარშანდელთან შედარებით 40%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ "რითეილ გრუპ ჯორჯიას" დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, მოთხოვნის ზრდა პოსტპანდემიურ აღდგენასა და ტურიზმის ზრდას უკავშირდება.
ამასთან, როგორც "რითეილ გრუპ ჯორჯიას" დირექტორმა დააანონსა, მიმდინარე წლის ოქტომბერში, დეკემბერსა და 2023 წლის მარტში საქართველოში ახალი ბრენდი გამოჩნდება. Lefties-ს ორი მაღაზია მარტში გლდანის და საბურთალოს „სით მოლებში“ გაიხსნება, „პარფუა“ 14 ოქტომბერს „თბილისი მოლში“, ხოლო Sunglass Hut საბურთალოს „სითი მოლში“. 14 ოქტომბერსვე იგეგმება „იპეკიოლის“ მეორე მაღაზიის გახსნაც.
-
Retail Group Georgia მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე Alhokair Fashion Retail-ის შვილობილი კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.
მის პორტფელშია: 50-მდე მაღაზია და 30-მდე ბრენდი, მათ შორის: Zara, Massimo Dutti, Marks & Spencer, Mango, Gap, Bershka, Pull & Bear, Aldo, CHARLES & KEITH, Promod, Stradivarius, Oysho, Zara Home, Sergent Major, La Vie en Rose…. მაღაზიები კი "თბილისი მოლში","ისთ ფოინთში", "სითი მოლსა" და "მერანი მოლში" მდებარეობს.