21 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

15

ღამე :

4

იანვრიდან პენსიები იზრდება

06.10.2022

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2023 წლის იანვრიდან საქართველოში პენსია გაიზრდება. 

კერძოდ, 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 40 ლარით და გახდება 300,  70 წლისა და უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის იზრდება 65 ლარით და გახდება 365 ლარი.

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის ზრდა შეადგენს 43 ლარს, 70 წელს გადაცილებულთათვის კი 80 ლარს შეადგენს. „მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები 70 წლამდე პირთა პენსია 355 ლარი იქნება, 70 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეთა პენსია თითქმის 440 ლარი იქნება.“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, 2023 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების დაფინანსება 770 მილიონი ლარით იზრდება.

 

წყარო:>>  

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს