26 აპრილი , 2024

თბილისი
დღე :

27

ღამე :

12

გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს

06.10.2022

კვალიფიციური უცხოელი მუშაკების მისაზიდად გერმანია ამარტივებს საიმიგრაციო სისტემას.

 

გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის თქმით, მუშახელის მზარდი დეფიციტის გამო, ქვეყანა დაინტერესებულია გამოცდილი და კვალიფიციური ადამიანებით, რომლებსაც გერმანიაში ჩასვლა სურთ. მიმდინარე თვეში შრომის სამიტზე გერმანიის მთავრობამ ხაზი გაუსვა, რომ აკადემიური და პროფესიული განათლების მქონე ხალხი თანაბრად მნიშვნელოვანია. 

 

მთავრობის YouTube არხზე Make it in Germany გამოქვეყნებულ მიმართვაში, ჰაბეკმა განსაკუთრებით მიმართა გამოცდილ ხელოსნებს, ელექტრო ინჟინრებს, IT სპეციალისტებს, მომვლელებს, ექთნებს, კვების და სტუმარმასპინძლობის სპეციალისტებს. 

 

"ჩვენ მივესალმებით ადამიანებს მთელი მსოფლიოდან", - თქვა მინისტრმა.  მთავრობის ვებსაიტზე ჩამოთვლილ სხვა მოთხოვნად პროფესიებს შორის მითითებულია ექიმები და მეცნიერები. გარკვეული დროის უკან ასევე აღინიშნა მეტალურგიის მუშაკებისა და მშენებლების დეფიციტი.

 

ქვეყნის მიმზიდველობაზე საუბრისას ჰაბეკმა ხაზი გაუსვა კარგ სამუშაო პირობებს, მაღალ ანაზღაურებას, გადამზადების შესაძლებლობებს, ცხოვრების მაღალ ხარისხს, ხელმისაწვდომ განათლებას და დემოკრატიულ მმართველობას.

გასულ წელს გერმანიამ განაცხადა, რომ პირველად დაუშვებდა ევროკავშირის არაწევრი მოქალაქეებისთვის ორმაგი მოქალაქეობის უფლებას. ეს ადრეც იყო შესაძლებელი, თუმცა ძალიან იშვიათ შემთხვევაში.

 

მან ასევე პირობა დადო, რომ გაამარტივებს განაცხადის პროცესს და მიანიშნა, რომ შეამცირებდა დროს, რომლის გატარებაც საჭირო იყო მოქალაქეობაზე განაცხადის დასაწერად. 

 

ეს არის ნაწილი იმ გეგმისა, რითაც გერმანიას საიმიგრაციო კანონების მოდერნიზაცია და შრომის ბაზარზე გამარტივებული წვდომის უზრუნველსაყოფად ბიუროკრატიული დაბრკოლებების მოხსნა სურს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დადასტურებული არ არის, ზოგიერთი ინფორმაციით, კვალიფიციურ მიგრანტებს შესაძლოა გერმანიის მოქალაქეობა მიენიჭოთ მხოლოდ სამ წელიწადში, თუ ისინი დაასრულებენ ინტეგრაციის კურსს ან გამოავლენენ B1 დონეზე (საშუალოზე დაბალი) ენის ცოდნას. დღეს მოქმედი წესით, ამისთვის ხუთი წელია საჭირო (ინტეგრაციის კურსის გარეშე - 8).

პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების გამარტივებით და ვიზისა და მოქალაქეობის მიღების პროცესის გაადვილებით, ქვეყანა იმედოვნებს, რომ სამუშაო ძალას მიზიდავს და შეინარჩუნებს.

 

წყარო:>>

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს