13 ოქტომბერი , 2024
21
13
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის თანახმად, 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს კომერციულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარი აქვთ განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომამდე პერიოდთან შედარებით, ქართულ ბანკებში რუსეთის მოქალაქეების მიერ დეპოზიტებზე განთავსებული თანხის ნაშთი, დაახლოებით 1 მლრდ 200 მლნ ლარითაა (+170%) გაზრდილი. მთლიანი დეპოზიტების 72% დოლარშია, 19%- ევროში, 7%- კი ლარში.
მარტი- აგვისტოში რუსეთის მოქალაქეებზე გაცემულია 482,8 მილიონი ლარის მოცულობის სესხი.
კვლევის მიხედვით, ომის დაწყებიდან 31 აგვისტომდე პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიშები რუსეთის 45 349 მოქალაქემ გახსნა.
31 აგვისტოს მდგომარეობით, კომერციულ ბანკებში აქტიური ანგარიშის მფლობელი რუსეთის მოქალაქეების რიცხვი დაახლოებით, 60 ათასს აჭარბებს.