21 ნოემბერი , 2024
15
4
თბილისი (GBC) - უკრაინის უმაღლესმა რადამ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ოშჩადბანკის ყოფილი მმართველი, 47 წლის ანდრეი პიშნი (Andriy Pyshny) 290 ხმით დაამტკიცა.
სააგენტო RBC-Ukraine-ს ცნობით, პიშნიმ ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე კირილ შევჩენკო ჩაანაცვლა, რომელიც ამ პოსტს 2020 წლის ივლისიდან იკავებდა. შევჩენკომ განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ ზელენსკის 2022 წლის 4 ოქტომბერს, მოულოდნელად წარუდგინა და მიზეზად ჯანმრთელობა დაასახელა.
ანდრეი პიშნიმ რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ომის პერიოდში გარკვეული შეზღუდვების მომხრეა და აღნიშნა, რომ ადეკვატურ საპროცენტო განაკვეთად 25%–ს მიიჩნევს. პიშნის თქმით, იგი დოლარის კურსის პროგნოზისგან თავს შეიკავებს, თუმცა თქვა, რომ არსებული კურსი მიმდინარე ეკონომიკურ რეალიებს პასუხობს.
პიშნიმ დასძინა, რომ $30 მლრდ-იანი დეფიციტის დაფარვისთვის საერთაშორისო პარტნიორებისგან ფინანსების მოსაზიდად უკრაინას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა დაჭირდება.
აღსანიშნავია, რომ პიშნის კანდიდატურა უკრაინის ცენტრალური ბანკის მმართველის პოსტზე ომამდეც განიხილებოდა.