23 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

17

ღამე :

5

წყალარინების მქონე სასოფლო დასახლებებს აბასთუმანი დაემატა

19.07.2022

საქართველოს დაბასა და სოფლებში წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემები თითქმის არსად არის გაყვანილი. პრობლემაა ასევე სასმელი წყლით უზრუნველყოფაც. წყალარინების სისტემის მქონე იშვიათ ადგილებს აბასთუმანი შეემატა. 

 

"აბასთუმანს დღეს უკვე აქვს უწყვეტი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება და გამართული წყალარინების სისტემა. აბასთუმანი არის კარგი მაგალითი წარმატებული პროექტების, რომლის მსგავს პროექტებს დღეს ქვეყნის 182 მდებარეობაში ვახორციელებთ და რის შედეგადაც, 580 ათასი ადამიანი, რომელთაგან 200 ათასს არასდროს ჰქონია ცენტრალიზებული წყალმომარაგება, უკვე 24 საათიანი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს,“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დაბა აბასთუმნის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების დასრულებული პროექტების მონახულების შემდეგ განაცხადა.

 

კურორტ აბასთუმნის და არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობა 2021 წელს დასრულდა. მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა, წყალმომარაგების ქსელი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ რეზერვუარს.

 

დაბაში სრულად მოწესრიგდა წყალარინების, 70-იან წლებში აშენებული და თითქმის სრულად ამორტიზებული სისტემაც. პროექტის ფარგლებში, მოეწყო საკანალიზაციო ქსელი, კოლექტორები და ჭები. ახალი სისტემა, აბასთუმნის გარდა, ემსახურება აღობილისა და არაზინდოს დასახლებებსაც.

წყარო:>>

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს