07 დეკემბერი , 2024

თბილისი
დღე :

8

ღამე :

1

წაღვერი-ტიმოთესუბნის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

19.07.2022
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მიმდინარეობს წაღვერი-ტიმოთესუბანი-ტაძარის საავტომობილო გზის 2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია.
 
 
პროექტის შესაბამისად განხორციელდება, საგზაო სამოსის რეაბილიტაცია, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთება და ახლების მოწყობა. მოხდება გზის სავალი ნაწილის გაგანიერება, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოში შესასვლელების მოწყობა. ასევე, განხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, საგზაო ნიშნების მოწყობა და შემოფარგვლა.
 
განახლებული გზა უზრუნველყოფს კურორტ წაღვერიდან სოფელ ტიმოთესუბნამდე განახლებული და კომფორტული გზით მგზავრობას. გაუმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის საყოფცხოვრებო პირობები. ამ გზის კეთილმოწობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამსვენებლებისთვის და ტურისტული პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისით.
 
 
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.8 მლნ, ლარით ფინასდება და მისი დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება.
 
 

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს