23 ნოემბერი , 2024
17
5
ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, 2022 წლის 21 ივლისს, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, და მონეტარული პოლტიკის სამივე განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით გაზარდა.
შესაბამისად, 27 ივლისიდან ძალაში შევა მონეტარული პოლიტიკის შემდეგი განაკვეთები:
1) რეფინანსირების მთავარი განაკვეთი- 0.50%
2) ერთდღიანი დეპოზიტების განაკვეთი- 0%
3) ერთდღიანი სესხების განაკვეთი - 0.75%.
ECB-ის პრეზიდენტმა - კრისტინ ლაგარდმა ივნისში განაცხადა, რომ ივლისში განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით გაიზრდებოდა, თუმცა რეკორდულმა ინფლაციის გამო, მონეტარული პოლიტიკის დაგეგმილზე მეტად გამკაცრება მოუწიათ.
დღევანდლამდე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ECB-იმ ბოლოს 2019 წლის 18 სექტემბერს შეცვალა. ასეთი ნახტომისებური ზრდა კი- 50 საბაზისო პუნქტით - განაკვეთი ევროზონაში ბოლოს 11 წლის წინ გაიზარდა.
-
მონეტარული პოლიტიკის კომინტეტის სხდომა გაიმართა დღეს ასევე თურქეთის ცენტრალურ ბანკში. სამომხმარებლო ფასების რეკორდული ზრდისა და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების მიუხედავად, უკვე მეშვიდე თვეა, რაც თურქეთის ცენტრალური ბანკი მონეტარულ პოლიტიკას არ ამკაცრებს. კომიტეტის დღევანდელ შეხვედრაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 14%-იან ნიშნულზე დარჩა.
-
ცნობისათვის, დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მთავარი რეფინანსირების განაკვეთი 11.0%-ია. ერთდღიანი დეპოზიტების განაკვეთი განისაზღვრება მთავარ რეფინანსირების განაკვეთს მინუს 0.75%= 10.25%, ერთდღიანი სესხების განაკვეთი კი- მთავარ განაკვეთს პლიუს 0.75%=11.75%.
მონეტარული პოლიტიკის რეფინანსირების მთავარი განაკვეთი სხვადასხვა ქვეყნებში ამ დროისათვის:
USA | 0.50% | USD | |
Eurozone | 0% | EUR | |
Japan | -0,1% | JPY | |
UK | 0.75% | GBP | |
Russia | 8.0% | RUB | |
Turkey | 14.0% | TRY | |
Israel | 0.35% | ILS |