23 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

17

ღამე :

5

მიმტანები ქოლცენტრებში დასაქმდნენ

22.07.2022

სტუმარ-მასპინძლობის სექტორში კადრების დეფიციტზე უკვე დიდი ხანია საუბრობენ. აღნიშნული საკითხი, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში გამწვავდა. სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთან დასაქმებულმა ადამიანებმა ჰორეკა სექტორი დატოვეს და უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურებში დასაქმდნენ.

 

მაია სიდამონიძე,  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვაბელი, რომელიც სასტუმრო და სარესტორნე ბიზნესში წლებია ოპერირებს, კადრების სიმცირის მთავარ მიზეზებს ასახელებს. მისი თქმით, სექტორი არასტაბილურია, რაც ხელს უშლის კადრების მოძიებას. BMG-სთან ის ამბობს, რომ სარესტორნე ბიზნესში დასაქმებული ადამიანები პანდემიის პერიოდში "ქოლცენტრებში" მაღალი ანაზღაურების გამო დასაქმდნენ.

 

“კადრების დეფიციტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და ვერსია ქვეყნიდან გადინებაა, როგორც ევროპის, ასევე სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნებში, უკეთესი პერსპექტივის და შემოსავლის ძებნის მიზეზით. გარდა ამისა, პანდემიის პერიოდში მსმენია, რომ სარესტორნე ბიზნესში დასაქმებულ კადრებზე დიდი მოთხოვნა იყო ე.წ. ქოლცენტრებიდან. მიზეზი ისაა, რომ ჩვენი კადრები ფლობენ უცხო ენებს და შესაბამისად მოთხოვნა მაღალი იყო. რა თქმა უნდა, ე.წ. ქოლცენტრებიდან სახელფასო შეთავაზებაც ათჯერ და ოცჯერ აღემატებოდა იმას, რაც ამ პოზიციაზე ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ.” - ამბობს მაია სიდამონიძე.

 

 წყარო: BM.ge>>

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს