03 დეკემბერი , 2024

თბილისი
დღე :

7

ღამე :

0

"ღირებულია ადამიანები და არა ბიზნესი"- თემურ ჭყონია

24.07.2022

"კადრების დეფიციტი გვაქვს" - ბოლო პერიოდში, დამსაქმებლების მხრიდან ეს ფრაზა ყველაზე ხშირად გვესმის და შესაბამისად, ისმის კითხვაც - სად გაქრა სამუშაო ძალა და როგორ შეიძლება ამ გამოწვევის დაძლევა. BMG ამ თემაზე თემურ ჭყონიასაც ესაუბრა და მისი მოსაზრებაც მოისმინა.

 

ბიზნესმენი ქვეყანაში არსებული კადრების დეფიციტის მიზეზად მუშახელის საზღვარგარეთ გადინებას ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ხელფასების გაზრდის, საბონუსე სისტემის შემოღების და გაუმჯობესებული სამუშაო პირობების შედეგად, მის კომპანიების ეს პრობლემა დღის წესრიგში არ დგას.

„ჩვენც გვიჭირდა კადრების მოძიება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ სხვა სამუშაო პირობები შევუქმენით დასაქმებულებს, ეს პრობლემა მოვაგვარეთ. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ მანქანით, სერიოზული ხელფასით, ბონუსით, შევუქმენით ის პირობები, რასაც ახალგაზრდები საზღვარგარეთ ეძებენ. ჩვენ შევთავაზეთ მათ ის, რაც ეკუთვნით და ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ღირებულია ადამიანები და არა ბიზნესი და ამისთვის ბევრ რამეს ვაკეთებთ. მაგალითად, ჩვენი ნებისმიერი თანამშრომელი პარასკევ-შაბათ-კვირას მიდის ქობულეთში დასასვენებლად... კადრების დეფიციტის ძირითადი მიზეზი არის საზღვარგარეთ წასვლის ცდუნება, მთელ მსოფლიოში ასე ხდება - ღარიბი ქვეყნებიდან მუშახელი მიდის მდიდარ ქვეყნებში.

 

შესაძლებელია ეს ტენდენცია გაგრძელდეს და მერე განათლებული ადამიანებიც წავიდნენ საქართველოდან. სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა მოთხოვნა დგება, რაღაც ეტაპზე ჩვენი სტუდენტები უფრო კრეატიულები იქნებიან, ვიდრე სხვები და მათზეც გაიზრდება მოთხოვნა. ეს როგორ უნდა შეჩერდეს? - ჩემი აზრით, მარტივი ფორმულაა, რომ საქართველოში  ბედნიერი ცხოვრება უნდა გვქონდეს. ამ პოლარიზაციამ, არასწორმა იდეოლოგიამ ჩვენ ყველა გაგვხადა პოლიტიკოსები ან ანალიტიკოსები და არავინ ვფიქრობთ იმ სოციალურ თემებზე, რომელიც უფრო მეტად სჭირდება ქვეყანას", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

 

_წყარო BM.ge_:>>

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს