23 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

17

ღამე :

5

ქობულეთში ახალი ბულვარის მოწყობა დასრულდა

24.07.2022

დღეს, 2022 წლის 24 ივლისს, ქობულეთში ახალი ბულვარი გახსნეს. ქობულეთში ახალი ბულვარი გახსნეს 2021 წლის ივლისშიც, თუმცა ქობულეთის მერიის პრესცენტრში განმარტავენ, რომ ბულვარი ამჯერად ახალ მიმართულებაზე მოეწყო და ძველი ბულვარი დაახლოებით ერთი კილომეტრით გაგრძელდა.

 

პროექტის მიხედვით, მდ. აჭყვადან მდ. კინტრიშამდე მდებარე 1 კმ-მდე სიგრძის სანაპირო ზოლზე მოეწყო ბულვარი. ბულვარის მთელ სიგრძეზე აშენდა გამყოფი კედელი, 2.5 მეტრის სიგანის ველო ბილიკი და 4 მეტრის სიგანის საფეხმავლო ბილიკი. საფეხმავლო ბილიკის მიმდებარედ მოეწყო რეკრეაციული და კომერციული ზონები. საბავშვო-გასართობ სივრცეებში დაიდგა ატრაქციონები, ხოლო სპორტულ ზონაში მოეწყო ქვიშის ფრენბურთისა და ქვიშის ფეხბურთის მოედნები. ახალ ბულვარში აშენდა ადაპტირებული სანიტარული კვანძები, ძველ ბულვართან დასაკავშირებლად კი, აშენდა საფეხმავლო ხიდი.

 

 

 

„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა 2021 წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, ქობულეთში სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები 2021 წლის ზაფხულში დაიწყო და სამუშაოების ღირებულებამ 8,100,000 ლარი შეადგინა.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, 63-ვე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს აღნიშნული პროგრამა წარმატებით. მხოლოდ პირველ ეტაპზე 500 მილიონი ლარის ინვესტირება არის განსაზღვრული, საიდანაც უკვე დაკონტრაქტებული და ანაზღაურებულია 350 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები“.

 

_წყარო:>>

წყარო2:>>

 

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს