23 ნოემბერი , 2024
17
5
პირველად 2021 წლის ლოქდაუნის შემდეგ, ევროზონაში კერძო სექტორის აქტივობა შემცირდა. S&P Global-ის მიერ ჩატარებული შესყიდვების მენეჯერების გამოკითხვის თანახმად, აქტივობა 17 თვის მინიმუმამდე დაეცა. კლება გამოწვეული იყო წარმოების გაუარესებით და მომსახურების სექტორის ზრდის თითქმის შეჩერებით.
“ახალი შეკვეთებისა და სამუშაოს შემცირება ბიზნესის ნეგატიურ მოლოდინებთან ერთად, იმაზე მეტყველებს, რომ კლების ტემპი კიდევ უფრო იზრდება. ყველაზე შემაშფოთებელია წარმოების მძიმე მდგომარეობა. მწარმოებლები აცხადებენ, რომ მოსალოდნელზე სუსტმა გაყიდვებმა გამოიწვია გაუყიდავი მარაგის უპრეცედენტო ზრდა”, - ამბობს კრის უილიამსონი, S&P Global-ის ეკონომისტი.
ევროპულმა ცენტრალური ბანკმა რეფინანსირების მთავარი განაკვეთსის გაზრდა, ასე განმარტა: “გვესმის, რომ ეს გადაწყვეტილებები ნიშნავს ეკონომიკური ზრდის შენელებას, გაძვირებული სესხებისა და დაკარგული სამუშაო ადგილების გამო, მაგრამ ფასების ძალიან სწრაფად მუდმივი ზრდის შედეგები კიდევ უფრო უარესი იქნება”, - განაცხადა ECB-ის მმართველი საბჭოს წევრმა, მადის მიულერმა.
შენელებული ზრდის ნიშნები ამყარებს იმ ეკონომისტების პოზიციებს, რომლებიც ევროზონაში რეცესიას პროგნოზირებენ. შეშფოთების მთავარი საკითხი ენერგორესურსების მიწოდებაა, რადგან რუსეთი წყვეტს ბუნებრივი აირის მიწოდებას დასავლეთის სანქციების საპასუხოდ.
CB-ის მიერ მიმდინარე თვის დასაწყისში გამოკითხულმა ექსპერტებმა მომავალი წლის ზრდის პერსპექტივა 2,3%-დან 1,5%-მდე შეამცირეს და გრძელვადიანი ინფლაციის შეფასება 2.2%-მდე გაზარდეს.
კომპანიები ამცირებენ პერსპექტივებს, ზღუდავენ შესყიდვებს და აჩერებენ დაქირავებას. წარმოება სავარაუდოდ შემცირდება, რადგან კომპანიები სუსტი მიწოდების გარემოსთან ადაპტირდებიან.