23 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

17

ღამე :

5

მებაღე, რომელიც წელიწადში 10 ტონა ვაშლის ნატურალურ ძმარს აწარმოებს

22.07.2022

საოკუპაციო საზღვართან მცხოვრები მებაღე, ტარიელ გურგენიძე წელიწადში 10 ტონა ვაშლის ნატურალურ ძმარს აწარმოებს. 

 

„90-იან წლებში გადავწყვიტე, ვაშლის ძმრის წარმოებას ჩავდგომოდი სათავეში, თუმცა მაშინ შესაბამისი ტექნიკა არ მქონდა და ხელით მიხდებოდა ვაშლის დაჭყლეტვა, გახეხვა და წვენის გამოღება, რაც ძალიან შრომატევადი იყო. თუმცა ცოდნა და გამოცდილება, რომ ნატურალური ძმარი დამეყენებინა, მქონდა“, - უყვება “ბიზნესპრესნიუსს“ ტარიელ გურგენიძე.

 

ოჯახურ ბიზნესს, რომელიც მან გაზარდა და გაათანამედროვა, მრავალწლიანი ისტორია აქვს, თუმცა თანამედროვე ტექნიკით აღჭურვის შემდეგ, რეალიზაციამ მკვეთრად ბოლო წლებში იმატა. „ყველაფერს სრულიად დამოუკიდებლად ვაკეთებ. ერთადერთი დახმარება მჭირდება ხოლმე, როცა ვაშლი შემოდის სიმწიფეში, 1-2 მეზობელს ვიხმარებ ვაშლის მოკრეფაში და რა თქმა უნდა, ანაზღაურებას ვაძლევ. ნედლეულს არ ვყიდულობ, ჩემი საკუთარი 1 ჰექტარი ბაღი მაქვს“, -აცხადებს მებაღე.

 

მისი თქმით, სარეალიზაციო წყარო ძირითადად დიდი ხნის კლიენტებზე მოდის, ხოლო მას შემდეგ, რაც წარმოებამ იმატა, იმატა კლიენტების რაოდენობამაც. რაც შეეხება ბაზრებს, იქაც იყო გატანის მცდელობა, თუმცა მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ მისი ძმარი სრულიად სხვა კონსისტენციით იყიდებოდა ამა თუ იმ ბაზარში, ამ შეთავაზებაზე უარი თქვა.

 

„2 წლის წინ რუსეთის ბაზარზე გაიტანეს 2 ტონა ძმარი. ესეც ძალიან დიდი სტიმული და მოტივაცია იყო. ერთ-ერთ მონასტერს მიაქვს, თავისი სამკურნალო დანიშნულებების გამო. ნაწილს დედაოებს ურიგებენ, ნაწილს საეკლესიო მაღაზიებში ყიდიან, როგორც სამკურნალო და ნატურალურ პროდუქტს“,-აცხადებს ტარიელ გურგენიძე.

 

რაც შეეხება პანდემიის პერიოდს, მებაღის განცხადებით, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშლის ძმარი ამ ვირუსთან საბრძოლველად ეფექტური საშუალება იყო, შეკვეთებმა იმატა, შესაბამისად, გაიზარდა რეალიზაციაც.

 

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური მდგომარეობისა და ინფლაციის მიუხედავად, ვაშლის ძმარი არ გაძვირებულა და როგორც ადრე, 1 ლიტრის ღირებულება 5 ლარს შეადგენს.

 

ტარიელ გურგენიძე ამბობს, რომ მისი საცხოვრებელი სახლიდან 400 მეტრშია ე.წ. საზღვარი, ვენახიდან კი - 150 მეტრში. ხანდახან გაივლიან ხოლმე და დაიძახებენ - „გაუმარჯოს, ბიჩო“ და სულ ეს არის. რაიმე სახის ინციდენტი ძალიან იშვიათია, თუმცა როდესაც აქ ცხოვრობ და მუშაობ ადამიანი, მაინც გარკვეულ განცდებში ხარ, რადგან ნებისმიერ წამს შეიძლება რაიმე სახის უსიამოვნება მოხდეს.

-

ტარიელ გურგენიძის ვაშლის ძმარი ინტერნეტ-მაღაზიებშიც იყიდება შემდეგი აღწერით:

"ტარიელ პაპა აიდარიდისა და კეხურას ჯიშის ვაშლებისგან ნატურალურ ვაშლის ძმარს ამზადებს. თავდაპირველად პაპა ვაშლს დანადგარის საშუალებით ჩეჩქვავს, და ყოველ 100 ლიტრ წყალზე უმატებს 7 კგ შაქარს. მიღებულ მასას 2 თვის განმავლობაში წურავს, აყოვნებს და შემდეგ შუშის ბოთლებში აბინავებს.  პროდუქტის დეტალები: ვაშლის ძმარი უებარი სამკურნალო საშუალებაა. იგი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ თითქმის ყველა მინერალურ ნივთიერებებსა და მიკროელემენტებს.

 

წყარო:bpn.ge>>

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს