25 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

17

ღამე :

6

ინტერნეტი ყველასათვის- ამერიკის მთავრობა ახალ პროგრამას აცხადებს

13.05.2022
ამერიკის მთავრობას სურს დეკადის ბოლომდე ყველა ამერიკელი სარგებლობდეს ინტერნეტით. ბაიდენის ადმინისტრაციამ დაბალშემოსავლიანი ამერიკელებისთვის ფართოზოლოვანი/ სწრაფი ინტერნეტის შეღავათიანად მიწოდების პროგრამა-
"ინტერნეტი ყველასათვის"-გამოაცხადა.
 
 
20 კომპანია, რომელთა სიაში შედის AT&T, Comcast და Verizon Communications, ამერიკულ ოჯახებს ინტერნეტის სიჩქარის წამში მინიმუმ 100 მეგაბიტამდე გაზრდას სთავაზობს. ოფიციალური პირების განმარტებით, პროგრამის ფარგლებში, კომპანიების ნაწილი მოსახლეობას ინტერნეტზე ფასდაკლებას სთავაზობს, ნაწილი კი - ინტერნეტის ხარისხს აუმჯობესებს.
 
 
"ხელმისაწვდომი დაკავშირების პროგრამა" 1300-მდე პროვაიდერს მოიცავს და ბენეფიციარებს $30-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. მასში უკვე ჩართულია დაახლოებით 11,5 მილიონი ოჯახი. პროგრამით სარგებლობა სულ 48 მილიონ ოჯახს შეუძლია.
 
 
აღნიშნული პროგრამით სარგებლობისთვის ოჯახის შემოსავალი უნდა იყოს გარკვეულ ზღვარს ქვემოთ ან უნდა სარგებლობდეს აშშ-ის დახმარების რომელიმე პროგრამით, მათ შორის დამატებითი კვების დახმარების პროგრამით, სამედიცინო ან სკოლის უფასო ლანჩის პროგრამით.

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს