23 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

17

ღამე :

5

რა ღირს თეთრი, მწვანე და შავი კარკასები თბილისში

23.07.2022

2022 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 4.5 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 13.9 პროცენტით არის გაზრდილი. RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

 

საქსტატის ცნობით, 2022 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (2.2 პროცენტი). ამავე პერიოდში, ფასები შემცირდა კერძო სახლების სეგმენტში (-2.4 პროცენტი).

 

ამასთან, 2021 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ბინების სეგმენტში 8.2 პროცენტით, ხოლო კერძო სახლების სეგმენტში ფასები შემცირდა 3.5 პროცენტით.

 

 

საქსტატის მონაცემებითვე, 2022 წლის მეორე კვარტალში ახალაშენებული ბინები ყველაზე ძვირად იყიდებოდა დედაქალაქის შემდეგ 3 უბანში:

 

  • მთაწმინდა - 4 339 ლარი 1კვ.მ.-ზე;
  • ვაკე - 3 846 ლარი 1 კვ.მ.-ზე;
  • კრწანისი - 2 937 ლარი 1 კვ.მ.-ზე.

 

რაც შეეხება ბინების ღირებულებას მდგომარეობის (კარკასების) მიხედვით, ოფიციალური მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში თბილისში - მწვანე კარკასის ღირებულება 1 კვ.მ.-ზე - 2920 ლარს შეადგენდა; 1კვ.მ. თეთრი კარკასი - 2 505 ლარი, ხოლო შავი კარკასი 1.კვ.მ-ზე - 2 216 ლარი ღირდა.

 

 

 bpn.ge

წყარო:>>

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს