23 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

17

ღამე :

5

ივლისში გადმორიცხვები შემცირდა

15.08.2022

2022 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 306.0 მლნ აშშ დოლარი (871.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 46.8%-ით (97.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე, თუმცა ნაკლებია 2022 წლის აპრილ-ივნისში ყოველთვიურად გადმორიცხულ თანხებთან შედარებით. ივლისის თვეში კვლავ რუსეთი ლიდერობს 100.59 მლნ აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა იტალია 35,96 მლნ აშშ დოლარით, მესამეზე- ამერიკა 28,56 მლნ აშშ დოლარით. 

 

2022 წელს ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მთლიანი ნაკადების მოცულობა ასეთი იყო:

         

 

    თვე [მლნ აშშ დოლარი] [მლნ ლარი]

[% მატება]

1   იანვარი 168.8 520.1 12.7
2   თებერვალი 183.4 551.7 13.7
3   მარტი 193.1 625.9 2.6
4   აპრილი 308.1 944.8 58.8
5   მაისი 505.7 1502.1 169.4
6   ივნისი 427.4 1262.6 111.7
7   ივლისი 306.0 871.2 46.8
           

2022 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 27.7 მლნ აშშ დოლარი (78.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის ივლისის (26.7 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.8%-ით მეტია.

 

წყარო: ეროვნული ბანკი>>

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს