2022 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 334.0 მლნ აშშ დოლარი (927.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 63.1%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, თუმცა ნაკლებია 2022 წლის მაის-ივნისში ყოველთვიურად გადმორიცხულ თანხებთან შედარებით. აგვისტოში კვლავ რუსეთი ლიდერობს 111.0 მლნ აშშ დოლარით (ივლისში რუსეთიდან 100.59 მლნ აშშ დოლარი გადმოირცხია), მეორე ადგილზე კვლავ იტალიაა, 36,6 მლნ აშშ დოლარით, მესამეზე- ისევ ამერიკა 29 მლნ აშშ დოლარით.
2022 წელს ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მთლიანი ნაკადების მოცულობა ასეთი იყო:
|
|
|||||
| თვე | [მლნ აშშ დოლარი] | [მლნ ლარი] |
[% მატება] |
||
| 1 | იანვარი | 168.8 | 520.1 | 12.7 | |
| 2 | თებერვალი | 183.4 | 551.7 | 13.7 | |
| 3 | მარტი | 193.1 | 625.9 | 2.6 | |
| 4 | აპრილი | 308.1 | 944.8 | 58.8 | |
| 5 | მაისი | 505.7 | 1502.1 | 169.4 | |
| 6 | ივნისი | 427.4 | 1262.6 | 111.7 | |
| 7 | ივლისი | 306.0 | 871.2 | 46.8 | |
| 8 | აგვისტო | 334.0 | 927.4 | 63.1 |
წყარო: ეროვნული ბანკი>>