სრული ტექსტიამერიკულმა გამოცემა TIME-მა ქართველი დიზაინერი, Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის დაასახელა. ის პირველი ქართველია ვინც ამ სიაში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ TIME-მა Balenciaga წლის 100 ყველაზე გავლენიან კომპანიას შორის დაასახელა. 1919 წელს დაფუძნებული ბრენდი სიაში პირველად აღმოჩნდა.
დემნა გვასალია 1981 წელს სოხუმში დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლა საერთაშორისო ეკონომიკა, რის შემდეგაც ანტვერპენის ხელოვნების სამეფო აკადემიაში ჩააბარა და მოდის ინდუსტრიაში განაგრძო მოღაწეობა.
"მიუხედავად დიდი ცვლილებებისა, სამყარო უმცირესობების მიმართ მაინც აგრესიულია, ამიტომ ვცდილობ ჩემი საქმიანობა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად გამოვიყენო“, – ამბობს დემნა.