13 ოქტომბერი , 2024
21
13
სტატისტიკურ ეროვნულ სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის მეორე კვარტალში წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი 11.7 პროცენტით გაიზარდა. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 11.8 პროცენტიანი ზრდით, რაც 6.74 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.
2022 წლის მეორე კვარტლის მშენებლობის ღირებულების ინდექსი პირველ კვარტალთან შედარებით 7.2 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.4 პროცენტიანი ზრდით, რამაც 4.36 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.