03 დეკემბერი , 2024

თბილისი
დღე :

7

ღამე :

0

მერის ინიცირებული სატრანსპორტო პოლიტიკა კრახით დასრულდა

25.09.2022

მერის მიერ ინიცირებული სატრანსპორტო პოლიტიკა სრული კრახით დასრულდა, - ამის შესახებ ,,დიოს" აღმასრულებელი დირექტორი, თამაზ დაუშვილი სოციალურ ქსელში წერს.


ის ქალაქში შექმნილი ვითარების შესახებ წერს და თბილისის მერს რჩევასაც აძლევს, თუ როგორ უნდა მოგვარდეს კოლაფსი ქალაქში.



„ამ ბოლო დღეებში თბილისის მცხოვრებთა უმრავლესობა ქალაქში არსებულ სატრანსპორტო კოლაფზე საუბრობს. ფაქტი სახეზეა, რომ მერის მიერ ინიცირებული სატრანსპორტო პოლიტიკა სრული კრახით დასრულდა. მე მას ვურჩევდი დროულად გადახედოს მას, სანამ გამოუსწორებელ შედეგამდე მივსულვართ.

მან სასწრაფოდ უნდა შეკრიბოს ამ საქმის საუკეთესო ქართველი (და არა ფრანგი თუ გერმანელი) სპეციალისტები და უმოკლეს დროში შემუშავდეს ახალი სატრანსპორტო-ურბანული პოლიტიკა, რათა გადავარჩინოთ ჩვენი ქალაქი სრული კოლაფსისგან. ეს ჩემი გულწრფელი რჩევაა მერის მიმართ."

P.S. "ისე მერიის მაღალჩინოსნები თუ გადაჯდებიან საზტრანსპორტში, ცუდი არ იქნება. უფრო კარგად და სწრაფად დაინახავენ ყველა პრობლემას“, - აცხადებს თამაზ დაუშვილი.



ინფორმაციისთვის: თბილისის მერი აცხადებს, რომ გადატვირთული მოძრაობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკავშირდება.

 

წყარო: gbc:>>

 

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს