13 ოქტომბერი , 2024

თბილისი
დღე :

20

ღამე :

13

ტექპასპორტის და ნომრის აღების საფასურები იზრდება

03.10.2022

2023 წლის 1 იანვრიდან იგეგმება მომსახურების სააგენტოს სერვისების გარკვეული საფასურების გაზრდა. პარლამენტში მთავრობის მიერ ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის თანახმად:

1) სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 35 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 100 ლარით;

2) ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის გაცემა 35 ლარის ნაცვლად განისაზღვრება 80 ლარით;

3) ხოლო ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა ასევე 35 ლარის ნაცვლად 80 ლარით განისაზღვრება.



რაც შეეხება მთავრობის არგუმენტს, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, მომსახურებების ფასთა კორექტირება გაზრდის მომსახურების სააგენტოს შემოსავალს, რაც ასევე გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. 

“კანონპროექტის მიღება აუცილებელია მომსახურების სააგენტოს საქმიანობის დროულად და შეუფერხებლად განხორციელებისთვის, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად”, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.


კანონპროექტის ინიციატორია - მთავრობა, ხოლო ავტორი- ფინანსთა სამინისტრო. კანონი მიღების შემთხვევაში 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

წყარო: bm.ge>>

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს