30 იანვარი , 2025
11
-1
ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ, უნივერსიტეტის ქუჩა #39-ში მშენებარე Athome-ის კორპუსში ახალ ფილიალს გახსნის. "აგროჰაბის" ახალი ფილიალის სავაჭრო სივრცის მთლიანი ფართობი 1400 კვ.მ-ია, 1000 კვ.მ-დაეთმობა ავტოსადგომს, ხოლო 750 კვ.მ-ს დაიკავებს აგროჰაბის კაფე.
"ბიზნეს კონცეფცია, ბრენდის ნიშა და ღირებულებები უცვლელი რჩება. ახალი ფილიალის ვიზუალი გამორჩეული და საინტერესო დიზაინით შევქმენით თუმცა, ის არ არღვევს აგროჰაბის ბრენდის ვიზუალურ არქეტიპს. სავაჭრო სივრცე მაქსიმალურად ათვისებულია და რა თქმა უნდა, მთლიანად მორგებული მომხმარებლის საჭიროებებსა და ღირებულებებს. ამ ეტაპზე, ახალ ფილიალში, დაახლოებით 200 ადამიანი დასაქმდება“ - განაცხადა აგროჰაბის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა გოცირიძემ.
ინფორმაციისთვის, 2016 წლიდან "აგროჰაბის" წარმოება სერტიფიცირებულია ISO – 22000 საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიცირებით. აგროჰაბის რძის გადამამუშავებელი ქარხანა, საქონლის, ღორისა და ფრინველის ფერმები, ხორც-პროდუქტების, პურფუნთუშეულის, საკონდიტროს, ნახევარფაბრიკატებისა და საკონსერვო საამქროები, ღვინის მარანი- ყველაფერი აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით. თითოეული პროდუქტის ხარისხი სხვადასხვა სახის (ფიზიკო-ქიმიურ, მიკრობიოლოგიურ და ვეტერინარულ) ლაბორატორიაში მოწმდება. ხდება ყოველდღიური შემოწმება ხილ-ბოსტნეულის ნიტრატების მაჩვენებლებზე და მხოლოდ ამის შემდგომ ხვდება ის დახლზე.