საქართველოში აღურიცხავი (არაფორმალური/ პარალელური) ეკონომიკის წილი 2021 წელს 1.6 პროცენტული პუნქტით 15.3%-მდე გაიზარდა.
დაუკვირვებადი ეკონომიკის მაჩვენებელი მოიცავს ე.წ ფარულ ეკონომიკას, როდესაც პირებს რეგისტრაციის ვალდებულება აქვთ, თუმცა ამას არ აკეთებენ და შემოსავლები არ აქვთ დეკლარირებული. ასეთი პირები არიან მაგალითად, უძრავი ქონების გამქირავებლები, ბაზარზე და ბაზრობებზე მოვაჭრეები, და ასევე მოიცავს ასევე პირებს, რომლებსაც რეგისტრაციის ვალდებულება არ აქვთ, თუმცა ისინი შემოსავალს იღებენ. ასეთი პირები შეიძლება იყვნენ ძიძები, რეპეტიტორები, ტაქსის მძღოლები.
დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი განთავსების საშუალებების და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგში 55.2%-ია, გართობისა და დასვენების სექტორში 26%, ხოლო ჯანდაცვის სექტორში 23%.