13 ოქტომბერი , 2024

თბილისი
დღე :

20

ღამე :

13

სავალუტო შემოდინებებში ფეხბურთიდან შემოსავლების წილი მატულობს

26.05.2022
საქართველოს სავალუტო შემოდინებებში ფეხბურთიდან შემოსავლების წილი მატულობს.
 
ამ ზაფხულს შემოსავალს მიიღებს ბათუმის "დინამო" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით იტალიის "ნაპოლიში". ტრანსფერის სავარაუდო ღირებულება 10 მლნ ევროა. კვარაცხელია რუსული "რუბინიდან" ბათუმის "დინამოში" მარტში გადავიდა, "ნაპოლისთან" ტრანსფერი კი აპრილის ბოლოს გადაწყდა. კვარაცხელია ნაპოლის სავარაუდოდ ივლისში შეუერთდება.
 
საინტერესოა ასევე, გაყიდის თუ არა ვალენსია 21 წლის ქართველ მეკარეს- გიორგი მამარდაშვილს. მისი გამოსასყიდი თანხა - 20 მილიონი ევროა. მისი შემდგომი გაყიდვიდან თბილისის "დინამოს" 10 პროცენტი ერგება.
 
გიორგი მამარდაშვილით ინგლისური კლუბები დაინტერესდნენ. ესპანური საფეხბურთო კლუბი მზად არის, გიორგი მამარდაშვილს 2027 წლამდე გაუხანგრძლივოს კონტრაქტი და ახალი გამოსასყიდი თანხა ჩაუწეროს ხელშეკრულებაში - 100 მილიონი ევრო. ამჟამად მას კონტრაქტი 2024-წლამდე აქვს, რომლის გახანგრძლივება კიდევ ერთი წლით შეიძლება.
 
თბილისის "დინამომ" მამარდაშვილში ჯერ 200 000 ევრო მიიღო "ვალენსიასგან" მისი იჯარისთვის 2021-ში, 2022 წლის იანვარში კი - 850 000 ევრო ტრანსფერისთვის.
 
ტაგები: გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ვალენსია, ნაპოლი, ბათუმის დინამო. 
 
 

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს