13 ოქტომბერი , 2024

თბილისი
დღე :

20

ღამე :

13

IT–სერვისების ექსპორტიდან 2022 წლის შემოსავალი ღვინის ექსპორტს გაუსწრებს

03.06.2022
,,IT მომსახურებაში საზღვარგარეთიდან მიღებული შემოსავალი ბოლო 6 წელიწადში 28-ჯერ გაიზარდა და ვფიქრობ, წელს ღვინის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალს გადაასწრებს, 200 მლნ დოლარზე მეტი იქნება. თან ღვინის ბიზნესის სუბსიდირებაში 100-ობით მლნ ლარს ვხარჯავთ, IT-ში არაფერს. ურჩიეთ თქვენს შვილებს საინფორმაციო ტექნოლოგიები ისწავლონ, ნუ ატყუებთ იურისტები, ეკონომისტები, ჟურნალისტები, უცხოენების სპეციალისტები და ა.შ. გემოვიდნენ, მაგათ ყველას ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს (ექიმების ნაწილსაც), რასაც სწორედ IT სპეციალისტები შექმნიან და განავითარებენ“, — აცხადებს ბესო ნამჩავაძე.
ცნობისთვის, IT მომსახურებაში საქართველოს შემოსავალმა 2021 წელს 153 მილიონი დოლარი შეადგინა. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 74 მილიონ დოლარს შეადგენდა, როცა 6 წლის წინ 2015 წელს 5 მილიონს არ აჭარბებდა.

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს