24 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

16

ღამე :

6

თელავში აეროპორტი „მიმინო“ შიდა რეისებს პირველად განაახლებს

03.06.2022
თელავში ერეკლე მეორის სახელობის აეროპორტი „მიმინო“, 30 წლის შემდეგ, ზაფხულის ბოლოს, თვითმფრინავით შიდა რეისებს პირველად განაახლებს.
 
შიდა ფრენები ბათუმისა და მესტიის აეროპორტების მიმართულებით 16-ადგილიანი თვითმფრინავით განხორციელდება. საწყის ეტაპზე აეროპორტში კვირაში 4 რეისი განხორციელდება.
 
აეროპორტს ასევე შესაძლებლობა აქვს, მიიღოს საჰაერო ხომალდები საქართველოს ნებისმიერი აეროპორტიდან და შეასრულოს როგორც ჩარტერული, ასევე რეგულარული ფრენები.
 
აეროდრომის რეაბილიტაციაზე, რომელიც გასულ წელს დაიწყო, 3 მილიონი ლარი დაიხარჯა. ფრენების ზუსტი ფასი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა ის იმ ფასების დიაპაზონში იქნება, რაც ქვეყანაში შიდა ფრენებზეა, - აცხადებს „მიმინოს“ მფლობელი, „საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის“ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით ტეფნაძე.
 
საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მფლობელობაში მყოფი ქალაქ თელავში მდებარე ერეკლე მეორეს სახელობის აეროპორტი „მიმინო“ 2012 წელს გაიხსნა. აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდა თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის.

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს