1-ლი ივნისიდან ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში მაღაზია ვალდებული იქნება გაყიდული პროდუქცია 14 დღის ვადაში უპირობოდ დაიბრუნოს. აღნიშნულს გულისხმობს „მომხმარებელის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა.
კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყება არის კონკურენციის ეროვნული სააგენტო, რომელიც განაცხადების განხილვას მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრიდან დაიწყებს. საქმის შესწავლის პროცესი მოიცავს 1 თვეს, რომელიც მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვემდე.
დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად, ხოლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს დააკისრებს ჯარიმას, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2 პროცენტს. დაკისრებული ჯარიმა მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ გაათავისუფლებს.