24 ნოემბერი , 2024
17
5
ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი 2022 წლის I კვარტალში 14.1 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 37.0 პროცენტით მეტია. აქედან, მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 49.1 პროცენტი, საშუალოზე - 23.4 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 27.5 პროცენტი.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2022 წლის I კვარტალში 22.1 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 38.6 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 14.2 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.9 პროცენტით მეტი) შეადგინა.
ჯამში, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2022 წლის I კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.2 პროცენტით გაიზარდა და 38.6 მილიარდი ლარი შეადგინა. მთლიანი ბრუნვის 66.4 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 15.1 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 18.5 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.