13 ოქტომბერი , 2024

თბილისი
დღე :

21

ღამე :

13

რაჭაში ახალი ტურისტული ადგილი მოეწყო

06.06.2022

რაჭაში, სოფელ მრავალძალში, ზღვის დონიდან 1840 მეტრზე, ღია სივრცეში სამოქალაქო ცერემონიების მოსაწყობად საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი განხორციელდა. პროექტის მიზანია მიმზიდველი გარემოს შექმნა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის. 

 

პროექტი ონის მუნიციპალიტეტსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში გაკეთდა. მოეწყო ბუნებრივი ქვის ბილიკი და ბაქანი, ლითონის მაგიდები და სკამები, ასევე ლითონის დეკორატიული ეტლი და თაღები, დამონტაჟდა განათების სისტემა. აღნიშნულ ღია სივრცეში შესაძლებელია ნიშნობის ცერემონიის, გამოფენების, საჯარო შეხვედრების და სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიებების ჩატარება. 

 

სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, სახელშეკრულებო თანხამ ჯამში - 37 372 ლარი შეადგინა.  აქედან საგრანტო თანხამ - 15 867 ლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 21 505 ლარი გამოიყო.
 

მრავალძალი მდებარეობს რაჭაში, ქალაქ ონიდან 33.9 კილომეტრში, ხოლო ამბროლაურიდან 24,5 კილომეტრში. სოფელში ცხოვრობს 33 ადამიანი. მრავალძალში მდებარეობს ასევე მრავალძალის წმინდა გიორგის ეკლესია. 

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს