24 ნოემბერი , 2024
17
5
მსოფლიო ბანკმა უკრაინას დამატებით 1.49 მილიარდი დოლარის დაფინანსება დაუმტკიცა. გამოყოფილი თანხა 4 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტის ნაწილია, რომლითაც უკრაინამ საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასი და სოციალური გასაცემლები უნდა გასცეს.
“ომის მიუხედავად ჩვენს პარტნიორებთან ვმუშაობთ, რომ საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზება მოვახდინოთ, რათა დავრწმუნდეთ იმაში, რომ უკრაინელებს ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ მომსახურებაზე ხელი მიუწვდებათ”, - აცხადებს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი დავიდ მალფასი.
დახმარების პაკეტის გარანტორები დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ლიეტუვა და ლატვია არიან. გამოყოფილი დახმარებიდან უკრაინამ 2 მილიარდი დოლარი უკვე მიიღო.
ცნობისთვის: აპრილის ბოლოს უკრაინის ფინანსთა მინისტრის განცხადების მიხედვით, ქვეყანის ეკონომიკას მოკლევადიან პერიოდში ფუნქციონირებისთვის თვიურად 5 მილიარდი დოლარი სჭირდება.