24 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

17

ღამე :

5

მაისში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 229%-ით გაიზარდა

08.06.2022

2022 წლის მაისში საქართველოში 359 238 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა 229%-ია. აღდგენილია 2019 წლის მაისის მონაცემების 49.7%.

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში საქართველოში 51 561 რუსი ვიზიტორი იმყოფებოდა. წლიურმა ზრდამ 377% შეადგინა. 2020 წელთან შედარებით, რუსი ვიზიტორების რაოდენობა 1265%-ითაა გაზრდილი.

 

2022 წლის მაისში საქართველოში 359 238 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდა 229%-ია. აღდგენილია 2019 წლის მაისის მონაცემების 49.7%.

 

საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მაისის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება:

 

  • თურქეთი - 60,184 ვიზიტორი (წლიური ზრდა 175.4%);
  • რუსეთი - 51,561 ვიზიტორი (წლიური ზრდა 376.6%);
  • სომხეთი - 42,606 ვიზიტორი (წლიური ზრდა 332%;
  • ისრაელი - 18,986 ვიზიტორი (წლიური ზრდა 68.9%;
  • უკრაინა - 15,005 ვიზიტორი (წლიური ზრდა 30.1%);
  • აზერბაიჯანი - 12,634 ვიზიტორი (წლიური ზრდა 121.5%);
  • ყაზახეთი - 10,965 ვიზიტორი (წლიური ზრდა 135.1%);
  • ბელარუსი - 9,780 ვიზიტორი (წლიური ზრდა 316.3%);
  • საუდის არაბეთი - 8,559 ვიზიტორი (წლიური ზრდა 1,802%;
  • ინდოეთი - 7,452 ვიზიტორი (წლიური ზრდა 398.1%). 

მაისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 264,327 შეადგინა (ზრდა 173.9%, აღდგენა 62.3%).

რაც შეეხება 2022 წლის იანვარ-მაისის შედეგებს, საქართველოში 1 180 034 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 257.8%-ია. 5 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 906 670 იყო (ზრდა 213.8%, აღდგენა 54.8%).

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს