24 ნოემბერი , 2024
17
5
ორი წლის განმავლობაში კორონავირუსული შეზღუდვების დროს დაგროვილი დანაზოგების წყალობით, ევროპელი მომხმარებლები რეკორდულ ინფლაციას ხარჯვაში ხელის შეშლის საშუალებას ჯერ კიდევ არ აძლევენ. ტენდენცია კონტინენტის პანდემიურ აღდგენას უდევს საფუძვლად. ბოლო მონაცემებით, გარეთ კვებისა და მოგზაურობის აღდგენა საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ომისა და ჩინეთში პანდემიური აფეთქებების ფონზე, წარმოების სისუსტეების კომპენსირება მოახდინოს.
ხარჯვის აღდგენის სიძლიერე აღვივებს ოპტიმიზმს, რომ არა მხოლოდ რეცესიაა თავიდან არიდებადი, არამედ სტაგფლაციაც. ეს ევროპის ცენტრალურ ბანკს ეხმარება განახორციელოს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შესახებ გეგმები, რომელიც ათწლეულის განმავლობაში პირველად დგას დღის წესრიგში.
ამასთან,ევროზონაში რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა უმუშევრობა, შინამეურნეობებში კი დანაზოგების სახით $753 მილიარდი ევროა. თუ ჩვეულებრივ შემთხვევაში ევროზონაში ოჯახების დანაზოგი წლიური შემოსავლის 12 პროცენტს შეადგენდა, პანდემიის წლებში 19%-ზე ავიდა. მოსახლეობამ რეკორდული ოდენობის თანხა დააგროვა, რაც ევრო-ზონის მშპ-ს დაახლოებით 8%-ის ეკვივალენტია.
ევროპის აეროპორტებში საერთო სურათი, პერსონალის ნაკლებობა და მგზავრების სიჭარბე, აჩვენებს, რომ ფასების ზრდა ვერ აჩერებს მათ, ვისაც ჯერ კიდევ შეუძლიათ გასწვდნენ მოგზაურობას. S&P Global-ის ბიზნეს გამოკითხვები აჩვენებს, რომ ევროზონა "გამამხნევებლად ურყევი" რჩება, რაც დიდწილად მომსახურების სექტორის, განსაკუთრებით ტურიზმისა და დასვენების დამსახურებაა.