24 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

17

ღამე :

5

მაისში შემოსულმა გზავნილებმა 500 მლნ დოლარს გადააჭარბა

15.06.2022

2022 წლის მაისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ ახალი რეკორდი აჩვენა და 505.7 მლნ აშშ დოლარი (1502.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 169.4%-ით (318.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

 

გზავნილების 62 პროცენტი - 313.9 მლნ დოლარი რუსეთიდან განხორციელდა. მაისში რუსეთიდან გადმორიცხული თანხის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 889%-ით გაიზარდა. 2022 წლის აპრილში რუსეთიდან გადმორიცხვებამ 132, 979 მლნ დოლარი შეადგინა. მაისის გადმორიცხვები 200 მლნ დოლარით მეტია, რაც სავარაუდოდ იმის დამსახურებაა, რომ რუსეთმა 16 მაისს ფიზიკური პირებისთვის ქვეყნიდან გადარიცხული თანხების ლიმიტი 10 ათასი დოლარიდან 50 ათას დოლარამდე გაზარდა. 

 

10 ქვეყანა, საიდანაც 2022 წელის მაისში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ასე გამოიყურება:

  • რუსეთი - 313.9 მლნ აშშ დოლარი
  • იტალია - 36.816 მლნ აშშ დოლარი
  • აშშ - 27.776 მლნ აშშ დოლარი
  • ყაზახეთი - 20.808 მლნ აშშ დოლარი
  • საბერძნეთი - 20.325 მლნ აშშ დოლარი
  • ისრაელი - 16.069 მლნ აშშ დოლარი
  • გერმანია - 13.311 მლნ აშშ დოლარი
  • თურქეთი - 8.127 მლნ აშშ დოლარი
  • ყირგიზეთი - 5.682 მლნ აშშ დოლარი
  • ესპანეთი - 4.955 მლნ აშშ დოლარი.

 

2022 წელს ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მთლიანი ნაკადების მოცულობა:

 

-იანვარში - 168.8 მლნ აშშ დოლარი (520.1 მლნ ლარი) შეადგინა, 12.7%-ით მეტი წინა წლის იგივე პერიოდზე.

-თებერვალში - 183.4 მლნ აშშ დოლარი (551.7 მლნ ლარი) შეადგინა, 13.7%-ით მეტი.

-მარტში - 193.1 მლნ აშშ დოლარი (625.9 მლნ ლარი) შეადგინა,  2.6%-ით მეტი. 

-აპრილში -308.1 მლნ აშშ დოლარი (944.8 მლნ ლარი) შეადგინა, 58.8%-ით მეტი.

-მაისში - 505.7 მლნ აშშ დოლარი (1502.1 მლნ ლარი) შეადგინა, 169.4%-ით მეტი. 

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს