2022 წლის აპრილში საქართველოში რეკორდული, $308.1 მილიონის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა, რაც 58.8%-ით (114.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველოში ყველაზე მეტი თანხა, თითქმის 133 მლნ დოლარი, რუსეთის ფედერაციიდან გადმოირიცხა. წლიურმა ზრდამ 299,77% შეადგინა. მთლიან ჩარიცხვებში რუსეთის წილი 43,16%-ია.
წლიური ზრდის პროცენტით აღსანიშნავია ასევე ყაზახეთი, გადმორიცხული 20 მლნ დოლარით წლიურმა ზრდამ 705 % შეადგინა.
რაც შეეხება ტოპ-10 ქვეყანას, საიდანაც 2022 წელის აპრილში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ასე გამოიყურება:
რუსეთი - 132, 979 მლნ აშშ დოლარი
იტალია - 33,396 მლნ აშშ დოლარი
აშშ - 25,019 მლნ აშშ დოლარი
ყაზახეთი - 20, 035 მლნ აშშ დოლარი
საბერძნეთი - 18,647 მლნ აშშ დოლარი
ისრაელი - 16,206 მლნ აშშ დოლარი
გერმანია - 11,968 მლნ აშშ დოლარი
თურქეთი - 8,103 მლნ აშშ დოლარი
აზერბაიჯანი - 4,969 მლნ აშშ დოლარი
ესპანეთი - 4,708 მლნ აშშ დოლარი.