24 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

17

ღამე :

5

მაისში ბინების გაყიდვები თბილისში 56%-ით, ბათუმში კი - 70%-ით გაიზარდა

16.06.2022

2022 წლის მაისში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,398 ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის მაისთან შედარებით 56%-იანი ზრდაა. ბაზრის ზომა კი - 69%-ით, 168 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ Colliers Georgia-ს საცხოვრებელი ბინების ბაზრის განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული. მონაცემების მიხედვით, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 66%-იანი ზრდა ფიქსირდება. „2022 წლის მაისში, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 66%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც ძირითადად განპირობებულია მედიუმ და პრემიუმ სეგმენტების მნიშვნელოვანი ზრდით. ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 39%-ით არის გაზრდილი, 2021 წლის მაისთან შედარებით."

-

2022 წლის მაისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა ასევე ბათუმში. გასული წლის მაისთან შედარებით ტრანზაქციების მაჩვენებელი 70%-ით, 1,436 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი - 66%-ით, 59 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ბათუმში ახალაშენებულ ბინებზე ტრანზაქციების რაოდენობა 69%-იანი, ძველ ბინებზე კი - 74%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

„ბათუმში ტრანზაქციების რაოდენობის მკვეთრი ზრდა ახალაშენებული ბინების ყველა სეგმენტში დაფიქსირდა. ეკონომ სეგმენტის ბინებზე ტრანზაქციების რაოდენობა 63%-ით გაიზარდა, მედიუმ და პრემიუმ ბინებზე კი - 71% და 84%-ით, შესაბამისად. ბათუმში 2022 წლის მაისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი უმნიშვნელოდ შემცირდა და კვ.მ-ზე 873 აშშ დოლარი შეადგინა. ძველ ბინების შემთხვევაში კი 9.7%-იანი კლება დაფიქსირდა და მაჩვენებელი 621 აშშ დოლარს გაუტოლდა“, - აღნიშნულია საცხოვრებელი ბინების განახლებულ მიმოხილვაში.

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს