24 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

16

ღამე :

6

"კუკუშკას" რეაბილიტაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

16.06.2022

ბორჯომის ხეობის სიმბოლოდ წოდებული „კუკუშკა“ (ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზა) სამ წელზე მეტია გაჩერებულია, ამორტიზებულია სარკინიგზო მაგისტრალი და დაზიანებულია მატარებლის ვაგონები. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე რკინიგზის აღდგენას, რომელიც 120 წლისაა, სავარაუდოდ 80 მლნ ლარზე მეტი დასჭირდება. 

 

ამორტიზებული სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაციის იდეა „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელს, ეკატერინე ორჯონიკიძეს ეკუთვნის. როგორც თავად ამბობს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართა. რკინიგზის დეპარტამენტმა დაიწყო რელსების მდგომარეობის შესწავლა. რკინიგზასთან ერთად, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს  შვიდი სადგურის შენობასაც.

 

ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის მშენებლობა 1897 წელს დაიწყო და რთული კლიმატური პირობების გამო 1902 წელს ამოქმედდა. ის თავისთავში აერთიანებს სარკინიგზო ხაზს, ამ ლიანდაგზე მდებარე ცემი-წაღვერის მაკავშირებელ ხიდს (ეიფელის ხიდს, რომელიც მიხეილ რომანოვმა სპეციალურად დაუკვეთა ცნობილ ფრანგ კონსტრუქტორს ალექსანდრ გუსტავ ეიფელს), მატარებელს და ბორჯომში, ტბაში, ცემში, წაღვერში, ლიბანში, საკოჭავსა და ბაკურიანში მდებარე სარკინიგზო სადგურებს თავისი შენობა-ნაგებობებით. 

 

ბოლო პერიოდამდე "კუკუშკა" ემსახურებოდა ადგილობრივ მოსახლეობას და კურორტის დამსვენებლებს, სათხილამურო სპორტის მოყვარულებს და ტურისტებს.  თითოეული ვაგონი 32-ადგილიანი იყო და ერთდროულად 128 მგზავრს შეეძლო გადაადგილება. ერთი ბილეთის ღირებულება კი 2 ლარს შეადგენდა.

 

წყარო:>>

 

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს