23 ნოემბერი , 2024
17
5
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის I კვარტალში 568.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 435.7 მლნ აშშ დოლარით (4.3-ჯერ) აღემატება 2021 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებს. ზრდა ძირითადად განპირობებულია სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლების გაზრდით.
უცხოური ინვესტიციების განმახორციელებელი ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზეა ესპანეთი – 196.1 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.5 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო – 87.2 მლნ აშშ დოლარით (15.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე თურქეთი – 67.1 მლნ. აშშ დოლარით (11.8 პროცენტი).
2022 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 236.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 41.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს საფინანსო სექტორი – 111.1 მლნ აშშ დოლარით (19.5 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 81.3 მლნ აშშ დოლარით (14.3 პროცენტი).
შედარებისთვის, 2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 545.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საზღვარგარეთ გადარიცხულმა - 74.0 მლნ აშშ დოლარი.