24 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

16

ღამე :

6

ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების საკითხს საბერძნეთში შრომის სამინისტრო გააკონტროლებს

20.06.2022

საბერძნეთში დასაქმებული პირები ციფრულ ბარათს სამსახურებში მისვლისას და წამოსვლისას 1 ივლისიდან გამოიყენებენ. საუბარია ბარათზე, რომლითაც თანამშრომელი სამუშაო საათებს ზუსტად დააფიქსირებს, და აქედან გამომდინარე, არ მოუწევს შეთანხმებულ განაკვეთზე მეტი დროით მუშაობა გადახდის გარეშე.

 

შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, კოსტის ხაძიდაკიმ განაცხადა, რომ აღნიშნული სისტემა თავდაპირველად დაინერგება სუპერმარკეტებსა და ბანკებში, 2022 წლის ბოლოსთვის კი, უკვე იქნება ტურიზმისა და კვების სექტორებშიც.

 

“აღნიშნულ ბარათებს დიდი მნიშვნელობა ექნება არადეკლარირებული სამუშაოს წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს არის ნაბიჯი, სოციალური სამართლიანობისკენ, არა სიტყვიერი, არამედ პრაქტიკული, რეალური ფორმით. ჯერჯერობით ვიწყებთ ბანკებითა და სუპერმარკეტებით, შემდეგ გადავალთ ტურიზმისა და კვების სფეროებშიც,” აცხადებს მინისტრი.

 

წყარო:>>

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს