24 ნოემბერი , 2024
16
6
ბოლო კვირების მანძილზე ევროპის ქვეყნების აეროპორტებში სრული ქაოსია. გარდა ევროპისა, ქაოტური კადრები ფიქსირდება ბრიტანეთშიც, ყველაფერი ეს კი, განპირობებულია პერსონალის დეფიციტით. პარალელურად, უქმდება ასობით ფრენა, შესაბამისად, ადამიანებს უჭირთ გამგზავრება თუ სახლშ დაბრუნება. ღამეების თენება უცხოეთის აეროპორტებში უწევთ საქართველოს მოქალაქეებსაც, რომლბსაც უკანდასაბრუნებელი ფრენები გაუუქმდათ.
მაგალითისთვის, მხოლოდ ერთ დღეში, 7 ივნისს, British Airways-მა ჰითროუს აეროპორტიდან 120 ფრენა გააუქმა, ხოლო easyJet-მა კიდევ 60. ამ ყველაფერს ემატება კიდევ 300 ფრენა, რომელიც გასულ შაბათ-კვირას გაუქმდა მაშინ, როცა მგზავრები უკვე საათობით იცდიდნენ რეგისტრაციის რიგში. მსგავსი ვითარება ფიქსირდება ჰოლანდიაში, ბელგიაში, საფრანგეთსა და იტალიაში – ყველა ამ ქვეყანაში იფიცება მომსახურე პერსონალის ნაწილი.
17 ივნისს მწყობრიდან გამოვიდა ბარგის გასანაწილებელი სისტემები ლონდონის ჰითროუს აეროპორტში, რამაც ბარგის დარბაზში დაგროვება გამოიწვია, მგავრებს კი საკთარი ჩემოდნების გარეშე მოუწიათ აეროპორის დატოვება. აეროპორტმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ შეეცდებაა ოპერატიულად მიაწოდოს მგზავრებს ბარგი დანიშნულების ადგილამდე.
ევროპისა და ბრიტანეთის მასშტაბით ავიაკომპანიების წარმომადგენლები საკმაოდ დიდ პრობლემებში არიან, რადგან მგზავრთა დიდ რაოდენობას ვერ ემსახურებიან. მათ კოვიდის დროს არსებული კრიზისის გამო თანამშრომელთა უმრავლესობა გაათავისუფლეს, ახლა კი, ფაქტობრივად, ეძებენ მათ. მაგალითად: დიდ ბრიტანეთში აეროპორტის თანამშრომლები იმუქრებიან, რომ სრული მასშტაბით შეწყვეტენ მუშაობას თუ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნა, ხელფასების წინა დონეზე დაბრუნებასთან დაკავშირებით.
ცხადია, მგზავრთა ამხელა ტალღა გამოიწვია პანდემიის შესუსტებამ და შემზღუდველი ზომების მოხსნამ, ვინაიდან ორი წლის მანძილზე მოგზაურობა გაცილებით მეტ სირთულეებს უკავშირდებოდა, 2022 წელს კი, ადამიანები მთელი მსოფლიოდან კვლავ ცდილობენ, სასურველ დანიშნულებამდე მისვლას, შვებულების დღეების გასატარებლად.
აეროპორტებს ახალი თნამშრომლები აყავთ, თუმცა ფიქრობენ, რომ მოგზაურობის ბუმი საზაფხულო ბუშტია, მოთხოვნა ფრენებზე შემოდგომიდან ჩაცხრება. გაძვირებული ცხოვრებისა და საწვავის ხარჯების გამო, მომხმარებლები ხარჯების შემცირებას დაიწყებენ და აღარ იმოგზაურებენ. ინდუსტრია შიშობს, რომ ზამთრის წყნარ სეზონზე ისევ პრობლემები ექნებათ.