24 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

17

ღამე :

5

ბიზნესი მხარს უჭერს 20 ივნისის აქციას

20.06.2022

ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ BMG-სთან დღეს 20:00-ზე დაგეგმილი აქციის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ შეკრებაში მონაწილეობის მიღებით საქართველოს მოსახლეობა დაამტკიცებს, რომ ისინი ქვეყნის თავისუფალი და სამართლიანი მომავლისადმი ერთგულებას ინარჩუნებენ. 

 

ამასთანავე, თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ უნდა აიძულოს ხელისუფლება, ევროკავშირის მიერ წინაპირობებად განსაზღვრული თორმეტივე მუხლი პირნათლად შეასრულოს. 

 

"პირველ რიგში, თავმოყვარეობის ამბავია <აქციაზე წასვლა>. ქვეყანამ უნდა გამოხატოს თავისი აზრი, თავისი ცოდნა, მოსაზრება, ფუნქცია და ერთგულება საკუთარი ქვეყნის მომავლის წინაშე. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ქვეყნის ერთგულები ვართ იმ მომავლისკენ, რომელიც თავისუფლების, კეთილდღეობის, სამართლიანობის პრინციპზე იქნება აგებული.

 

--

ევროკომისიამ წინა კვირაში რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას. საქართველომ კი ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა მიიღო. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ბრიუსელის სამიტზე 23-24 ივნისს მიიღებენ. 

წყარო:>>

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს