23 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

17

ღამე :

5

ეროვნული ბანკი განაკვეთს 11 პროცენტზე ტოვებს

22.06.2022

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 11.0 პროცენტზე ტოვებს.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 22 ივნისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს.

 

"ინფლაციური რისკების მატების ფონზე, ბოლო პერიოდის განმავლობაში პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად გაიზარდა და მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებულ ფაზაშია. მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება. თუ ინფლაციური მოლოდინები მეტად გაიზარდა ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლა გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება გახდეს საჭირო". - ნათქვამია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 22 ივნისის გადაწყვეტილებაში. 

 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 3 აგვისტოს ჩატარდება. თუმცა, კომიტეტი რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს