25 აპრილი , 2024

თბილისი
დღე :

27

ღამე :

12

რუსთავის მუსიკალური ფესტივალი 25 და 26 ივნისს გაიმართება

22.06.2022

რუსთავის ცენტრალურ პარკში საფესტივალო სივრცე „ოქსიგენი“ გაიხსნა, სადაც რუსთავის პირველი მუსიკალური ფესტივალი „ოქსიგენ-ფესტი“ 2022 წლის 25 და 26 ივნისს ჩატარდება.  „ოქსიგენის“ საორგანიზაციო ჯგუფის ინფორმაციით, 25 ივნისს საფესტივალო სივრცეს „არტ-გენი" დაიკავებს, მეორე დღეს კი „ოქსიგენ-ფესტი“ მთლიანად ელექტრონულ მუსიკას დაეთმობა. 

 

ცენტრალურ პარკში „ოქსიგენის" ორგანიზატორებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 31 მაისს გაფორმდა. მემორანდუმს ხელი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, სს „რუსთავის აზოტისა“ და ორგანიზაცია „ოქსიგენი - რუსთავი 2022“-ის წარმომადგენლებმა მოაწერეს.

 

„დღეს ბედნიერი დღე გვაქვს, დაარსდა საფესტივალო სივრცე „ოქსიგენი“. საფესტივალო სივრცე თავისთავად ნიშნავს სხვადასხვა ფესტივალების მასპინძლობას, დავიწყებთ ქართულით და აუცილებლად გავხდებით საერთაშორისო დონის მიმღებები. აქ მთავარი იყო სურვილი, წამოწყება და რაც მთავარია - ჯანმრთელი იდეა. ეს ჯანმრთელი იდეა მოდის რუსთავის ყველა თაობის ადამიანისგან, ცენტრალური პარკი ყოველთვის იყო შეკრებისა და ხელოვნების გაცვლის ადგილი, დღეს უკვე ყველაფერმა ამან მიიღო თავისი ფორმა. საფესტივალო სივრცე „ოქსიგენი“ იქნება რუსთავის პარკის ტერიტორიაზე ადგილი, სადაც ყველა თაობისა და გემოვნების ადამიანი მისთვის შესაბამის სივრცეს, ჯგუფებსა თუ სხვადასხვა ხელოვნების პროდუქტს მიიღებს“, - განაცხადა „ოქსიგენის“ ორგანიზატორმა ლაშა ნოზაძემ. 

 

„ოქსიგენი“ ყოველწლიური იქნება და სამომავლოდ საერთაშორისო მასშტაბსაც შეიძენს. 

 ბილეთები tkt.ge-ზე იყიდება: >> https://tkt.ge/show/10516/oxygen-fest-space-rustavi

პროგრამა:

Oxygen / Fest Space Rustavi

აღწერა

Oxygen Fest Space - პირველი საფესტივალო სივრცე რუსთავში.

16:00-02:00 საგამოფენო სივრცე-STALL, კვების სივრცე, სპორტული სივრცე, ლუდისა და ღვინის სივრცე, კოქტეილ ბარი

25 ივნისი, შაბათი 16:00-02:00

ფესტივალი არტ - გენი

ფოლკ სცენა:

18:30 ფოლკლორი

20:00 „ჩვენებურები“ და ლელა ნაყეური

მთავარი სცენა:

21:00 „გაგა ფრანი“

22:00 „სუხიშვილები“

23:30 „33ა“

 

 

26 ივნისი, კვირა 16:00-04:00

" უსმინე "

 

მთავარი სცენა / ცოცხალი შესრულებები (LIVE) // 7pm - 2am

Papanus

LUA

Bad Habbitz

Reggaeon

Killages

ელექტროული სცენა / DJ-ები // 4pm - 4am

Tokks

Antiproject

Kote Japaridze

Trotsky

Ziad Aliev

Ellarge

 

ვრცლად იხ.:>>  

ვიდეო:>>

 

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს