თბილისი (GBC) აპრილში საქართველოში იმპორტირებულმა ნავთობმა $92.5მლნ-ს 89.4 ათასი ტონა შეადგინა. ეს მონაცემი 69.1%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე.
აპრილში იმპორტირებული ნავთობის ფასმა 1 ლიტრ ნავთობზე 1 დოლარი შეადგენა. შარშან აპრილთან შედარებით ფასმა 78%-ით მოიმატა (2021აპრილ- $0.58).
აპრილში ნავთობის ტოპ 5 პარტნიორი:
1 რუსეთი - $29.1მლნ-ს 30.8 ათასი ტონა.
2 თურქმენეთი - $17.4მლნ-ს 16.1 ათასი ტონა.
3 ბულგარეთი - $14.7მლნ-ს 13 ათასი ტონა.
4 რუმინეთი - $13.7 მლნ-ს 13.6 ათასი ტონა.
5 აზერბაიჯანი - $10.5 მლნ-ს 9.7 ათასი ტონა.