23 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

17

ღამე :

5

საუკუნის შემდეგ პირველად რუსეთი ისევ დეფოლტშია

27.06.2022

რუსეთი, 1918 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ პირველად, ისევ დეფოლტშია. საგარეო ვალზე დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პროცენტი რუსეთს 2022 წლის 27 მაისს უნდა გადაეხადა, რაც არ გაუკეთებია. ერთთვიანი საშეღავათო პერიოდი კი,  კვირას, 26 ივნისს ამოიწურა. 

 

რუსეთი დეფოლტს არ აღიარებს და ამბობს, რომ ის სანქციების გამო ვერ ახერხებს გადახდას.

 

-
"როდესაც ქვეყანა დეფოლტს აცხადებს, ანუ ვალს ვეღარ იხდის, მისი საკრედიტო რეიტინგი მინიმუმამდე ეცემა, ქვეყანა საინვესტიციო მიმზიდველობას სრულად კარგავს და კაპიტალი, შემოდინების ნაცვლად, გადინებას იწყებს. ქვეყანას უჭირს ახალი ვალების აღება, აღარ აძლევენ ან თუ აძლევენ, მნიშვნელოვნად ამაღლებული საპროცენტო განაკვეთით. ქვეყნის დეფოლტი ხშირად ეკონომიკური კრიზისით არის გამოწვეული, ან თავად იწვევს ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს, არსებულ ეკონომიკურ კრიზისს კი აღრმავებს. დეფოლტის დროს შესაძლოა, ქვეყნის გარკვეული აქტივების კონფისკაციაც მოხდეს, პირველ რიგში ეს ეხება დეფოლტში მყოფი ქვეყნის უცხოურ აქტივებს."

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს