24 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

17

ღამე :

5

ბიზნესის მთავარი გამოწვევა კურსის არასტაბილურობაა

28.06.2022

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვის შედეგად, გამოკითხულთა 67% აფიქსირებს, რომ მათი ბიზნესსაქმიანობისთვის არსებობს ხელის შემშლელი ფაქტორები. 2022 წლის II კვარტალში მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად ბიზნესი კვლავაც ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობას ასახელებს. თუმცა წინა კვარტალთან შედარებით 8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ კომპანიების წილი, რომლებიც ლარის გამყარებას მოელიან მომდევნო 6 თვეში. მეტიც, 2021 წლის IV კვარტლიდან ყოველკვარტალურად მცირდება კომპანიებში ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსის გაუფასურების მოლოდინი.

 

კვლევის თანახმად, სექტორებს შორის, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა ყველაზე მწვავე პრობლემას მშენებლობის სექტორისთვის წარმოადგენს, კერძოდ, 90%-მდე გაიზარდა იმ კომპანიების რაოდენობა, რომლებმაც მეორე კვარტალში აღნიშნული ფაქტორი დააფიქსირა ხელის შემშლელად.

 

წყარო:>>

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს