23 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

17

ღამე :

5

უმუშევრობა და კადრების დეფიციტი ერთდროულადაა ქვეყანაში

28.06.2022

"საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის" ხელმძღვანელის, ლევან ქოქიაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოდან დოჰაში სამუშაოდ, 250-ზე მეტი ქართველი გადავიდა, სადაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან. იხსნება ახალი კვების ობიექტები, ტურისტული სივრცეები და შესაბამისად საქართველო კარგავს კვალიფიციურ კადრებს.

როგორც ლევან ქოქიაშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” აღნიშნა, დოჰაში საშუალოდ ხელფასი $2500-ია, აქედან ქირა და ყველა აუცილებელი ხარჯი რომ დაფარონ, დასაქმებულებს ჯამში, $1300 რჩებათ, რასაც საქართველოში სტუმარმასპინძლობის სექტორში ვერ გამოიმუშავებენ.

“საქართველოში $1300-ის შემოსავალი არც სერვის მენეჯერებს და არც მმართველ მენეჯერებს არ აქვთ, ამიტომ ძალიან ლოგიკურია და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ადამიანები ქვეყნიდან მიდიან. მათ უჭირთ, უნდათ სამსახური, მეტი შემოსავალი. პანდემიის დროს გაჩერებული სტუმართ-მასპინძლობის ფონზე ვალები აქვთ დაგროვილი, სესხები და უნდა გადაიხადონ. ამიტომაც მესმის რატომაც გვიდგას ეს პრობლემა დღეს,” - ამბობს ლევან ქოქიაშვილი.

საქართველოში უმუშევრობა ერთ-ერთი გამოწვევაა. თუმცა ამის პარალელურად, ბიზნესი კადრების დეფიციტს განიცდის. კომპანიებს სამუშაო ძალის პოვნა უჭირთ. მსხვილი ბიზნესების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ვაკანსიების გამოცხადების მიუხედავად დასაქმების მსურველების მხრიდან ინტერესი აღარაა. ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრია, რომელსაც კადრების დეფიციტი მწვავედ შეეხო სარესტორნე ბიზნესია, ამის მიზეზიც ბევრია, იქნება ეს დაბალი ანაზღაურება თუ დასაქმებულთა უფლებების დარღვევა.

 

წყარო:>>

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს