25 აპრილი , 2024

თბილისი
დღე :

28

ღამე :

13

2 ივლისს შიდა ქართლის ქალაქებში მარათონული გარბენი გაიმართება

28.06.2022
2022 წლის 2 ივლისს, შიდა ქართლის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში - გორში, კასპში, ქარელსა და ხაშურში მარათონული გარბენი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს ექნება.
 
 
ღონისძიება იმართება „შიდა ქართლის ზაფხულის თამაშები 2022“ -ის ფარგლებში. აღნიშნულ თამაშებში, გარდა მართონისა, გათვალისწინებულია შეჯიბრებების ჩატარება ფეხბურთში, ქართულ ჭიდაობასა და ძიუდოში. ღონისძიების მიზანია სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
 
 
მარათონის ინიციატორია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია, ღონისძიების ორგანიზებას კი მუნიციპალიტეტის მერიები უზრუნველყოფენ.  მარათონის გამარჯვებულებს და საპრიზო ადგილებზე გასულებს გადაეცემათ თასები და მედლები.
 
 
მარათონი გაიმართება 2 ივლისს 11 საათიდან. რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათზე. 
 
ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს