24 ნოემბერი , 2024

თბილისი
დღე :

17

ღამე :

5

საქართველოს 1 866 342 მოქალაქეს კრედიტი აქვს

29.06.2022

"კრედიტინფოს“ 2022 წლის მაისის სტატისტიკის მიხედვით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 866 342 ადამიანს აქვს (მთლიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტს), ჯამში 34 172 207 751 ლარის მოცულობის. 

 

მსესხებლების 84,9% საბანკო სექტორზე მოდის. კერძოდ, მაისის მდგომარეობით, ბანკებიდან 31 264 797 204 ლარის მოცულობის კრედიტი  1 585 047 მსესხებელს აქვს აღებული. ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 671 609 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 2 483 621 507 ლარს შეადგენს. კიდევ 18 419 ადამიანს კი, ჯამში, 423 789 040 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან.

 

მაისის მდგომარეობით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადის გადაცილება 217 703 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 405 742 -ს შეადგენს.

-

ცნობისათვის, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 688 600 (სამი მილიონ ექვსასოთხმოცდარვა ათას ექვსასი) კაცი შეადგინა. აქედან ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით პროცენტული წილები შემდეგია:

  • 0-14 წლის მოსახლეობა- 20.8%
  • 15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი, შრომისუნარიან ასაკში მყოფი − 63.7 %
  • 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა− 15.5 %.

შესაბამისად, გამოდის, რომ მოსახლეობის 50%-ზე მეტს ვალი აქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ კრედიტს მხოლოდ შრომისუნარიან მოქალაქეებს აძლევენ, გამოდის, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობის 80 პროცენტს სესხი აქვს. 

წყარო:>>

სხვა სიახლეები

ზემო რაჭაში ეროვნული პარკი იქმნება
საფრანგეთი ინფლაციასთან საბრძოლველად 100 მლრდ ევროს ხარჯავს
ვაკის პარკის რეაბილიტაცია 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება
'ნეპოტიზმი არ უნდა იყოს'
მოდის საცალო ვაჭრობის მაღაზიებში გაყიდვები 40%-ით არის გაზრდილი
უკრაინის ეროვნულ ბანკს ახალი მმართველი ჰყავს
იანვრიდან პენსიები იზრდება
რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ბანკებში დეპოზიტებზე 1.88 მილიარდი ლარის შესაბამისი თანხა აქვთ
გერმანია მუშახელს მსოფლიოს მასშტაბით ეძებს